წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 349 შპს “საქართველოს თრანქული სისტემისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლუატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 349 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 16, 2004

მიღების თარიღი ივლისი 16, 2004

შპს „საქართველოს თრანქული სისტემისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების  ექსპლუატაციაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

  

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს თრანქულმა სისტემამ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1997 წლი 29.04.04.) კომისიას მიმართა განცხადებით (N 27”a”, 22.06.04.) რადიოგადამცემი სატარებელი სადგურების ექსპლოატაციაზე ნებართვის მიღების შესახებ. შპს „საქართველოს თრანქული სისტემა” ლიცენზიის (N 703, 04.08.1998) პირობების შესაბამისად აწარმოებს თრანქული სატელეფონო ქსელით მომსახურებას საქართველოს ტერიტორიაზე, გავლილი აქვს ხელახალი რეგისტრაცია და შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში. 

         „კავშირგაბმულობისა  და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 26 მუხლის  მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.              მიეცეს ნებართვა შპს „საქართველოს თრანქულ სისტემას” რადიოგადამცემი სატარებელი სადგურების ექსპლუატაციაზე დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით N 703 ლიცენზიის მოქმედების ვადით;

2.             უზრუნველყოს შპს „საქართველოს თრანქულმა სისტემამ” მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;

3.             შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;

5.             კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის  სამსახურს (თ.ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                    დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები