გადაწყვეტილება N 351 შპს “საქართველოს ტელეკომის” ¹15 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 16, 2004
მიღების თარიღი ივლისი 16, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (N04-149 05.03.2004) მომართა შპს „საქართველოს ტელეკომმა”-მ კომპანიის N15 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს საქართველოს ტელეკომის„ სახელზე გაცემულია ლიცენზია N15 (29.04.1994წ.) საქალაქთაშორისო და საერთაშორისო ქსელით მომსახურებაზე. შპს საქართველოს ტელეკომმა„ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ„ დებულების შესაბამისად, კომისიაში გაიარა ხელახალი რეგისტრაცია და მისი მონაცემები შეტანილია უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს საქართველოს ტელეკომის„ მიერ კომისიაში წარმოდგენილი იყო რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, მაგრამ არ იყო წარმოდგენილი გაანგარიშებების შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების თაობაზე, იმ შემთხვევაში თუ ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში არ არღვევს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, კომისიის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს.
კომისიამ მიიჩნია, რომ შპს საქართველოს ტელეკომს„ სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა წარმოედგინა რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2000 წლის 4 აგვისტოს N1 დადგენილებით დამტკიცებული "რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის შესახებ" დებულების მოთხოვნათა შესრულების დასადგენად. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2004 წლის 16 აპრილს კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება N176 შპს საქართველოს ტელეკომის„ N15 ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის მიზნით დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის განსაზღვრის შესახებ„, რომლის თანახმად, შპს საქართველოს ტელეკომს„ რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის ვადა განესაზღვრა 2004 წლის 31 მაისამდე. გამომდინარე იქედან, რომ, აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად შპს ,,საქართველოს ტელეკომის მიერ კომისიაში რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოდგენილი იყო არასრულყოფილად, კომისიის 2004 წლის 4 ივნისის N270/22 გადაწყვეტილებით შპს ,,საქართველოს ტელეკომს რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის ვადა დამატებით განესაზღვრა მიმდინარე წლის 21 ივნისამდე.
კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ კომისიის N300 (25.06.2004) გადაწყვეტილებით განისაზღვრა შპს „საქართველოს ტელეკომის” N15 ლიცენზიის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა და გადახდის წესი.
შპს „საქართველოს ტელეკომის” მიერ გადახდილია სალიცენზიო გადასახდელის (32630 ლირი) საწყისი ოდენობის 20% (6526 ლარი) კომისიის ანგარიშზე და სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10% (3263 ლარი) სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.
შპს ,,საქართველოს ტელეკომის მიერ ასევე გადახდილია სალიცენზიო მოსაკრებელი 1000 ლარი.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების მე-6 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს „საქართველოს ტელეკომის” N15 ლიცენზიას 2014 წლის 29 აპრილამდე.
2. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (22841 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
|
მიმღები |
სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი, კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი |
|
საიდენტიფიკაციო N |
204953050 |
|
ბანკი |
საქართველოს ეროვნული ბანკი |
|
კოდი |
220101107 |
|
ანგარიშის N |
000141408 |
|
სახაზინო ქვეანგარიში (კოდი) |
9051 |
|
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
3.სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (22841 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
2537 ლარი - 2005 წლის 29 მაისი;
2537 ლარი - 2006 წლის 29 მაისი;
2537 ლარი - 2007 წლის 29 მაისი;
2537 ლარი - 2008 წლის 29 მაისი;
2537 ლარი - 2009 წლის 29 მაისი;
2537 ლარი - 2010 წლის 29 მაისი;
2537 ლარი - 2011 წლის 29 მაისი;
2537 ლარი - 2012 წლის 29 მაისი;
2537 ლარი - 2013 წლის 29 მაისი;
4. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში (ე. ასანიძე);
5. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ნ.ნიჟარაძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ტექნიკურ სამსახურს (მ.გოთოშია).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
