წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 354 შპს „უშიშროებისა და საკუთრების დაცვის სამსახური-თორნი“-სთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 354 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 16, 2004

მიღების თარიღი ივლისი 16, 2004

შპს „უშიშროებისა და საკუთრების დაცვის სამსახური-თორნი„-სთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „უშიშროებისა და საკუთრების დაცვის სამსახურმა-თორნი„-მ (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული  სასამართლოს 2002 წლის 24 ნოემბრის N 5ა/4-2743 დადგენილებით)  კომისიას მიმართა განცხადებით (N 01/745, 15.07.04.) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 1211513) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები (სატარებელი ხელის რადიოსადგურები) გამოყენებული უნდა იყოს რადიოკავშირის ქსელის მოწყობისთვის.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა შპს „უშიშროებისა და საკუთრების დაცვის სამსახურს-თორნი„-ს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე  თანდართული დოკუმენტაციით (N 1211513) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს შპს „უშიშროებისა და საკუთრების დაცვის სამსახურმა-თორნი„-მ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე  ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                    დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები