წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის დიმიტრი ქიტოშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

ნომერი: 357 / 22

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 15, 2005

მიღების თარიღი ივლისი 23, 2004

   “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-11 მუხლის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

 

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, როგორც მარწმუნებელი კომისიის თავმჯდომარეს დიმიტრი ქიტოშვილს (წარმომადგენელს) ანიჭებს საქართველოს საერთო სასამართლოს ყველა დონის სასამართლოში იმ საქმის წარმოების უფლებამოსილებას, რომელშიც კომისია მხარეს ან მესამე პირს წარმოადგენს.

2. სასამართლოში საქმის წარმოების უფლებით წარმომადგენელი უფლებამოსილია კომისიის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, მათ შორის, კერძო არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმა, სარჩელის ცნობა, სარჩელის საგნის შეცვლა, მორიგება, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება, სააღსრულებო ფურცელის გადასახდევინებლად წარდგენა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღება.

3. დიმიტრი ქიტოშვილი (წარმომადგენელი) უფლებამოსილია წინამდებარე გადაწყვეტილების საფუძველზე წარმომადგენლობის უფლება გადაანდოს სხვა პირებს.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის იურიდიულ სამსახურს (კ.ყურაშვილი).

 

კომისიის თავმჯდომარე                                                                 დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები