წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 358 შპს „ავაზას“ N 221, შპს „იმერეთი 2000“-ს N 52 , შპს „აისი მე-20 არხი“-ს N 930 ლიცენზიების გაუქმებისა და შპს „აი თი ეს ტრანსკავკასია“-ს N 764, შპს „სამეგრელოს“ N 419 და შპს „ოდიშის“ N 397 ლიცენზიების მოქმედების შეჩერების შესახებ

ნომერი: 358 / 3

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 23, 2004

მიღების თარიღი ივლისი 23, 2004

შპს  „ავაზას„ N 221, შპს „იმერეთი 2000„-ს N 52 , შპს „აისი მე-20 არხი„-ს  N 930  ლიცენზიების გაუქმებისა და  შპს „აი თი ეს ტრანსკავკასია„-ს N 764, შპს „სამეგრელოს„ N 419  და  შპს „ოდიშის„ N 397 ლიცენზიების მოქმედების შეჩერების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიების პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება„. ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია „დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და ლიცენზიაში მითითებული მოთხოვნები„.

      ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო ვალდებულებებისა და პირობების შესრულებაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელების მიზნით, კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 36-ე მუხლის თანახმად ჩატარდა შემოწმება, რომლის შესაბამისად დადგინდა, რომ:

1) შპს „ავაზას„, რომელიც ფლობს N221 ლიცენზიას (საეთერო რადიომაუწყებლობა 105.0 მგჰც სიხშირეზე 50 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით დ. წნორში, სოფ. საქობო), 2003 წლის აგვისტოდან არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და არც რეგულირების საფასური  გადაუხდია. გარდა ამისა, „შპს „ავაზას„ N221 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების შესახებ„ კომისიის 2003 წლის 12 სექტემბრის N431 გადაწყვეტილების  მე-5 პუნქტით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად უნდა გადაეხადა  315.00 ლარი  2004 წლის 15 თებერვლამდე.

2) შპს „იმერეთი 2000„-ს, რომელიც ფლობს N52 ლიცენზიას (საეთერო საერთო ტელემაუწყებლობა მე-4 სატელევიზიო არხზე, 100 ვტ-ის სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. ზესტაფონში) 2004 წლის თებერვლიდან არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და არც რეგულირების საფასური გადაუხდია. გარდა ამისა, „შპს „იმერეთი„-ს N52 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების შესახებ„ კომისიის 2004 წლის 12 მარტის N106 გადაწყვეტილების  მე-6 პუნქტით განსაზღვრული   გრაფიკის შესაბამისად უნდა გადაეხადა  3 595.00 ლარი  2004 წლის 31 მარტამდე;

                     3) შპს „აი თი ეს ტრანსკავკასია„-ს, რომელიც ფლობს N237 ლიცენზიას (საფოსტო კავშირით მომსახურება) 2001 წლის 30 მაისიდან არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და არც რეგულირების საფასური გადაუხდია;

                     4) შპს „აისი მე-20 არხმა„, რომელიც ფლობს N930 ლიცენზიას (ტელემაუწყებლობა 287,25-293,75მგჰც-ზე  , 20 ვტ  სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. თბილისში, სამაუწყებლო სიგნალის შესაბამისი დონის გეოგრაფიულ ფარგლებში; სატელევიზიო გადამცემის განთავსების ადგილი ქ. თბილისის ლილოს დასახლება) 2003 წლის სექტემბრიდან არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და არც რეგულირების საფასური გადაუხდია. გარდა ამისა, „შპს „აისი მე-20 არხის„ N930 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების შესახებ„ კომისიის 2003 წლის 10 ოქტომბრის N518 გადაწყვეტილების  მე-6 პუნქტით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად უნდა გადაეხადა  2 875.32 ლარი 2004 წლის 31 იანვრამდე;

                 5) შპს „სამეგრელო„-ს, რომელიც ფლობს N419 ლიცენზიას (საეთერო საერთო ტელემაუწყებლობა 21-ე სატელევიზიო არხზე 200 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. ზუგდიდში ) 2003 წლის აგვისტოდან არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და არც რეგულირების საფასური გადაუხდია. გარდა ამისა, „შპს „სამეგრელოს„  N419 და  N420 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების შესახებ„ კომისიის 2003 წლის 17 ოქტომბრის N535 გადაწყვეტილების  მე-5 პუნქტით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად  უნდა  გადაეხადა  637.00 ლარი 2004 წლის 31 იანვრამდე;

                 6) შპს „ოდიშს„, რომელიც ფლობს N397 ლიცენზიას (საეთერო საერთო ტელემაუწყებლობა 39-ე არხზე, 100 ვტ-ის სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. ზუგდიდში) 2004 წლის აპრილიდან არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და არც რეგულირების საფასური გადაუხდია. გარდა ამისა,  „შპს „ოდიშის„ N397 ლიცენზიის  მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების შესახებ„ კომისიის 2003 წლის 10 ოქტომბრის N517 გადაწყვეტილების  მე-5 პუნქტით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად უნდა გადაეხადა  2 995.12 ლარი  2004 წლის 31 იანვრამდე;

         კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობა და კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დადგენილი წესების დარღვევა „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„  საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) და გ) პუნქტების შესაბამისად იწვევს ლიცენზიის მოქმედების შეჩერებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს  „ავაზას„ N 221, შპს „იმერეთი 2000„-ს N 52, შპს „აისი მე-20 არხი„-ს  N 930, შპს „აი თი ეს ტრანსკავკასია„-ს N 764,  შპს „სამეგრელოს„ N 419 და  შპს „ოდიშის„ N 397 ლიცენზიების მოქმედების შეჩერების შესახებ.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ 2004 წლის 8-13 ივლისს ჩატარდა მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი კომპანიების საქმიანობის მონიტორინგი, მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესწავლის მიზნით. მონიტორინგის   შედეგად (წარმოდგენილია მონიტორინგის ჯგუფის დასკვნა) გამოვლინდა, რომ შპს „ავაზას„, შპს „იმერეთი 2000„-ს და  შპს „აისი მე-20 არხს„ შეწყვეტილი აქვთ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, რაც ლიცენზიის გაუქმების საფუძველია.

2004 წლის 16 ივლისს საკითხის ზეპირ მოსმენაზე განხილვისას ზემოაღნიშნული კომპანიების უფლებამოსილ წარმომადგენლებს განემარტათ რომ, მათ მიერ დარღვეულია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 36-ე მუხლის პირველი პუნქტის (გარდა შპს „აი თი ეს ტრანსკავკასიისა„),  41-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტი,  „რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის და გადახდის წესის შესახებ” დებულების პირველი და მე-5 მუხლები, რაც „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის  ა) და გ) პუნქტების თანახმად, ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საფუძველია.

მათ აგრეთვე განემარტათ, რომ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ნიშნავს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელების აკრძალვას ლიცენზიის განახლებამდე„, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, „იმ დარღვევების აღმოფხვრის შემდგომ, რომელთა გამოც მოხდა ლიცენზიის მოქმედების შეჩერება,  ლიცენზიის მოქმედება განახლდება ლიცენზიის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით, ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე„.

კომისიამ დამატებით აღნიშნა, რომ  შპს „ავაზას„, შპს „იმერეთი 2000„-ს და  შპს „აისი მე-20 არხის„ მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმების საფუძველია, რის გამოც კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მათი ლიცენზიების გაუქმების თაობაზე.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის კანონის 34-ე მუხლის  პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტების, მე-40 მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტისა  და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შეჩერდეს შპს „აი თი ეს ტრანსკავკასია„-ს N 764 ლიცენზიის,  შპს „სამეგრელოს„ N 419  ლიცენზიის,  შპს „ოდიშის„ N 397 ლიცენზიის მოქმედება ერთი თვით კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და ლიცენზიის პირობების დარღვევის გამო;

2. გაუქმდეს  შპს  „ავაზას„ N 221 ლიცენზია, შპს „იმერეთი 2000„-ს N 52 ლიცენზია, შპს „აისი მე-20 არხი„-ს  N 930  ლიცენზია,  ამ ლიცენზიებით ნებადართული საქმიანობის შეწყვეტის გამო;

3. უზრუნველყონ შპს  „ავაზამ„ კომისიის 2003 წლის 12 სექტემბრის N431 გადაწყვეტილების  მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად  - 315.00 ლარის, შპს „იმერეთი 2000„-მა კომისიის 2004 წლის 12 მარტის N106 გადაწყვეტილების მე-5 და  მე-6 პუნქტების შესაბამისად -  3 595.00 ლარის, შპს „აისი მე-20 არხმა„ კომისიის 2003 წლის 10 ოქტომბრის N518 გადაწყვეტილების მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად -   2 875.32 ლარის ერთი თვის ვადაში  გადახდა შემდეგი რეკვიზიტების შესაბამისად:

მიმღები

სახაზინო სამსახურის საოპერაციო

დეპარტამენტი, კავშირგაბმულობის სალიცენზიო

გადასახდელი

საიდენტიფიკაციო   N

204953050

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის N

000141408

სახაზინო ქვეანგარიში

9051

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) აცნობოს გადაწყვეტილების მიღების თაობაზე  შპს  „ავაზას„, შპს „იმერეთი 2000„-ს, შპს „აი თი ეს ტრანსკავკასია„-ს, შპს „აისი მე-20 არხს„,  შპს „სამეგრელოს„,  და  შპს „ოდიშს„;

5. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე. ასანიძე) „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოს ლიცენზიათა შეჩერებისა და გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში აღნიშვნა;

6. დაევალოს კომისიის საზოგადოებრივი ურთიერთობების კოორდინატორს (გ. რატიშვილი) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება.

7.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,       რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს          (კ. ყურაშვილი);

კომისიის თავმჯდომარე:                                                                                       დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები