წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 359 შპს ,,გვირგვინი’’-ს ¹324 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმისა და გაუქმების შესახებ

ნომერი: 359 / 4

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 23, 2004

მიღების თარიღი ივლისი 23, 2004

შპს ,,გვირგვინი’’-ს  N324  ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმისა და გაუქმების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (N 9, 07.07.03.) მიმართა შპს „გვირგვინმა”  კომპანიის N324 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს „გვირგვინის” სახელზე 1998 წლის 7 მაისს გაცემული იყო ლიცენზია – N324 (05.07.98.), რომელიც ითვალისწინებდა ტელემაუწყებლობას 1 სატელევიზიო მეტრულ  არხზე 10 ვტ-ის სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (მცხეთის რაიონის სოფ. მუხრანი).

შპს „გვირგვინმა” კომისიის N222  (13.04.2001წ.) გადაწყვეტილებით  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში და მისი მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ 2003 წლის 26 სექტემბერს მიიღო N485 გადაწყვეტილება შპს „გვირგვინის” N324 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ„, რომლის თანახმად შპს „გვირგვინის„ N324 ლიცენზიის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 5 941,35 (ხუთი ათას ცხრაას ორმოცდაერთი) ლარით. ამავე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად, შპს „გვირგვინს„ დაევალა  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ისა და 10%-ის (სულ 1782.41 ლარის) ერთი თვის ვადაში გადახდა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიისათვის წარმოდგენა, რაც არ განხორციელებულა.

2004 წლის 5 მარტს კომისიამ მიიღო  N95 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, სხვა ლიცენზიის მფლობელებთან ერთად შპს „გვირგვინს„ დაევალა სალიცენზიო გადასახდელის დავალიანების დაფარვა ერთი თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში დაფიქსირდა, რომ კომისია მიიღებდა გადაწყვეტილებას შპს „გვირგვინის„ N324 ლიცენზიის უპირობო გაუქმების შესახებ.

კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების შესრულების, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო ვალდებულებებისა და პირობების შესრულებაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელების მიზნით, კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 36-ე მუხლის შესაბამისად ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ შპს „გვირგვინის„ მიერ:

1. დღემდე არ არის გადახდილი  „შპს „გვირგვინის” N324 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ„ კომისიის 2003 წლის 26 სექტემბერის N485 გადაწყვეტილების  მე-4 პუნქტით განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 30% (სულ 1782.41 ლარი);  2.  2003 წლის აგვისტოდან არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და არც რეგულირების საფასური გადაუხდია;

  3. შეწყვეტილი აქვს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა.

კომისია აღნიშნავს, რომ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის  პირველი პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების შესახებ კომისია გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში არ დაურღვევია საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, კომისიის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ლიცენზიის გაგრძელების მომენტისათვის დადგენილ სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას (30%-ს). გადახდის შემდგომ. ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობა და კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დადგენილი წესების დარღვევა „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„  საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) და გ) პუნქტების შესაბამისად იწვევს ლიცენზიის მოქმედების შეჩერებას, ხოლო ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის შეწყვეტა „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტის თანახმად, ლიცენზიის გაუქმების საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს  „გვირგვინის„ N324 ლიცენზიის გაუქმების  შესახებ.

2004 წლის 16 ივლისს საკითხის ზეპირ მოსმენაზე განხილვისას განიმარტა, რომ კომპანიის მიერ დარღვეულია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-40 მუხლის  პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტის, 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის მოთხოვნები,  „რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის და გადახდის წესის შესახებ” დებულების პირველი და მე-5 მუხლები, რაც  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე-40 მუხლის პირველი პუნქტის  ა) და დ) პუნქტების თანახმად, ლიცენზიის მოქმედების გაგრძელებაზე უარის თქმისა და ლიცენზიის გაუქმების საფუძველია.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის კანონის 36-ე მუხლის  პირველი პუნქტის, მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ა) და დ) ქვეპუნქტებისა  და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. უარი ეთქვას შპს „გვირგვინს„ N324 ლიცენზიის მოქმედების  გარძელებაზე;

2. გაუქმდეს   შპს „გვირგვინის„ N324 ლიცენზია ამ ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის შეწყვეტის გამო;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) აცნობოს გადაწყვეტილების მიღების თაობაზე  შპს  „გვირგვინს„;

 4. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ  სალიცენზიო რეესტრში    (ე.ასანიძე);

5. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე. ასანიძე) „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოს ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში აღნიშვნა;

6. დაევალოს კომისიის საზოგადოებრივი ურთიერთობების კოორდინატორს (გ. რატიშვილი) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება.

7.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,       რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალო იურიდიულ სამსახურს  (კ. ყურაშვილი);

კომისიის თავმჯდომარე:                                                                     დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები