გადაწყვეტილება N 36 საზღვაო ხომალდებისთვის (“ORINBURG”, “KAMYSHIN”, “SIRICHAI POMFRET” და “PENTALIA”) სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენების ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 23, 2004
მიღების თარიღი იანვარი 23, 2004
საზღვაო ხომალდებისთვის („ORINBURG”, „KAMYSHIN”, „SIRICHAI POMFRET” და „PENTALIA”) სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენების ნებართვის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ კომისიას მიმართა განცხადებებით (GMTA-LAF-8/16; GMTA-LAF-8/17; GMTA-LAF-8/18 და GMTA-LAF-8/19, 08.01.04.) საზღვაო ხომალდებისთვის წარმოდგენილი „რადიოსადგურის ანკეტის” გათვალისწინებით რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა საზღვაო ხომალდებს („ORINBURG”, „KAMYSHIN”, „SIRICHAI POMFRET” და „PENTALIA”) გამოიყენონ ცხრილში აღნიშნული სახმობები და ამოცნობის ნიშნები:
|
N |
ნებარ- თვის N |
ხომალდის მფლობელი |
ხომალდის დასახელება |
სახმობი |
MMSI N |
Selective call |
|
1 |
0494 |
Dawson Shipping Co.Ltd |
„ORENBURG” |
4LHD |
213 110 000 |
- |
|
2 |
0497 |
Moskam Shipping Company Limited |
„KAMYSHIN” |
4LDX |
213 139 000 |
- |
|
3 |
0496 |
Sirichai Fisheries Co.Ltd |
„SIRICHI POMFRET” |
4LHH |
213 133 000 |
- |
|
4 |
0498 |
Steeting Finance Ltd |
„PENTALIA” |
4LKB |
213 046 000 |
- |
2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია საზღვაო ხომალდებზე გაცემული სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების შესახებ კომისიის უწყებრივ სანებართვო რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს ( თ.ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
