გადაწყვეტილება N 360 შპს “ბიზნესის დაცვის სააგენტოსათვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 23, 2004
მიღების თარიღი ივლისი 23, 2004
შპს „ბიზნესის დაცვის სააგენტოსათვის„ სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „ბიზნესის დაცვის სააგენტომ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 12 თებერვლის N 5/4-33807 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 05/07; 05.07.04) ქ. თბილისის ტერიტორიაზე სამი სიხშირის მინიჭების თაობაზე. შპს „ბიზნესის დაცვის სააგენტო” ახორციელებს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებრივი და ქონებრივი უსაფრთხოების დაცვის ორგანიზებას. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „ბიზნესის დაცვის სააგენტოს” 168.175 მგჰც, 443.300 და 448.850 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისათვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს „ბიზნესის დაცვის სააგენტოსთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. უზრუნველყოს შპს „ბიზნესის დაცვის სააგენტომ” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ბიზნესის დაცვის სააგენტოსთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
