წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 361 შპს „ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ“-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 361 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 23, 2004

მიღების თარიღი ივლისი 23, 2004

შპს „ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ„-სთვის  სიხშირეების მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ„-მ (რეგისტრირებული  ქ. ბათუმის სასამართლოს 1999 წლის 13 აპრილის  N 01/04-1086 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N SR-008; 13.07.04) ქ. თბილისის ტერიტორიაზე  ორი  სიხშირის მინიჭების თაობაზე შპს „ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ„ ახორციელებს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვას, რეალიზაციას ტრანსპორტირებას. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.             მიენიჭოს შპს „ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ„-ს 151.550 მგჰც და 157.725 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში ოპერატიული  რადიოკავშირისათვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.            აღირიცხოს შპს „ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ„-სთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.             უზრუნველყოს შპს „ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ„-მ კომისიაში  სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული    მოწყობილობების    გამოყენებაზე    ნებართვის    მისაღებად;

4.            კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ„-სთვის სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.             კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე). 

         კომისიის თავმჯდომარე                                                       დ. ქიტოშვილი           

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები