წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 362 შპს “კალიბრი“-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 362 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 23, 2004

მიღების თარიღი ივლისი 23, 2004

შპს „კალიბრი„-სთვის  სიხშირეების მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „კალიბრი”-მ (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 14 ივმისის N 5/4-3999 დადგენილებით)  კომისიას მიმართა განცხადებით (N კ/1-1; 08.07.04) ქ. თბილისის ტერიტორიაზე  ორი  სიხშირის მინიჭების თაობაზე.  შპს „კალიბრი” ახორციელებს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საკუთრების დაცვის ორგანიზებას. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.             მიენიჭოს შპს „კალიბრი”-ს 155.500 მგჰც და 161.600 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში ოპერატიული  რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.            აღირიცხოს შპს „კალიბრი„-სთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.             უზრუნველყოს შპს „კალიბრი„-მ კომისიაში  სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული    მოწყობილობების    გამოყენებაზე    ნებართვის    მისაღებად;

4.            კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „კალიბრი„-სთვის სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.             კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე). 

         კომისიის თავმჯდომარე                                                       დ. ქიტოშვილი           

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები