გადაწყვეტილება N 363 შპს „ვანექსის“ დირექტორის ნ. ქორიძისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 23, 2004
მიღების თარიღი ივლისი 23, 2004
შპს ვანექსის„ დირექტორის ნ. ქორიძისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია”) განიხილა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შპს ვანექსის„ დირექტორის ბ-ნ ნ. ქორიძის მიერ საქართველოს ადამინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის (ლიცენზიის გარეშე საქმიანობა„) ჩადენის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ვანექსზე„ (რეგისტრირებული ქ, თბილისის საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1998 წლის 16 აპრილის N5ა/4-1626 დადგენილებით), ყოფილი კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ 1998 წლის 24 ივნისს გაიცა მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურების ლიცენზია N573. ლიცენზიას მოქმედების ვადა ამოეწურა 2003 წლის 29 მაისს, რის შემდეგაც, შპს ვანექსი„ აგრძელებდა მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურებას.
ამდენად, შპს ვანექსი„ 2003 წლის 26 ივნისიდან მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურებას ახორციელებს არამართლზომიერად - იურიდიული ძალის არ მქონე ლიცენზიის საფუძველზე. 2003 წლის ივნისიდან 2004 წლის ივნისამდე მისმა წლიურმა შემოსავალმა, კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი გაანგარიშებების მიხედვით, შეადგინა 3 305 161 ლარი და 50 თეთრი.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ მე-6 თავის შესაბამისად, კომისიაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება შპს ვანექსის„ ხელმძღვანელის ნ. ქორიძის მიმართ.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის თანახმად, ლიცენზიის გარეშე საქმიანობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რაც იწვევს ლიცენზიის გარეშე საქმიანობის განმახორციელებელი პირის ადმინისტრაციულ დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.
ლიცენზიის გარეშე საქმიანობის გამო, 2004 წლის 16 ივლისს კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 37-ე მუხლის დაცვით, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შპს ვანექსის„ დირექტორის ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე (თან ერთვის), ხოლო 2004 წლის 16 ივლისს 16.00 საათზე კომისიაში შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა.
შპს ვანექსის„ დირექტორმა ბ-მა ნ. ქორიძემ დაადასტურა, რომ შპს ვანექსს„ 2003 წლის 29 მაისს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა არ შეუწყვეტია და ფაქტიურად ეწეოდა ულიცენზიო საქმიანობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 41-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შპს ვანექსის„ დირექტორს ბ-ნ ნ. ქორიძეს საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 1441-ე მუხლის შესაბამისად დაედოს ადმინისტრაციული სახდელი (ჯარიმა) 5000 ლარის ოდენობით;
2. შპს ვანექსის„ დირექტორმა ბ-ნ ნ. ქორიძემ უზრუნველყოს ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ჩაირიცხვა საქართველოს ეროვნული ბანკის N107121004 სატრანზიტო ანგარიშზე (კოდი N3179) და ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიაში წარმოდგენა 30 დღის განმავლობაში;
3. შპს ვანექსის„ დირექტორი ბ-ნი ნ. ქორიძე უფლებამოსილია გაასაჩივროს კომისიის გადაწყვეტილება დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების„ შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებზე კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (გ. გოგელია).
კომისიის თავმჯდომარე: დ. ქიტოშვილი
