წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 364 შპს „ქართული კულტურის ტალღისათვის“ საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 364 / 1

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 23, 2004

მიღების თარიღი ივლისი 23, 2004

შპს „ქართული კულტურის ტალღისათვის„ საეთერო საერთო    რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ ,,საეთერო ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ კომისიის 2004 წლის 13 აპრილს N166 გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გამოცხადდა კონკურსი 1  გადამცემის გამოყენებით საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად პირველ სამაუწყებლო ზონაში (ქ. თბილისი).

     საკონკურსო სხდომის თარიღად გამოცხადდა 2004 წლის 16 ივლისი, 12 საათი, დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადად - 2004 წლის 3 ივნისი,                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                        17 საათი. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 10 692 (ათი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი) ლარით.

    ინფორმაცია კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო პირობების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, ინტერნეტში კომისიის ვებ გვერდზე.

        კომისიის 2004 წლის 13 აპრილს N166 გადაწყვეტილების მეორე პუნქტით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოადგინა შპს „ქართული კულტურის ტალღა„-მ. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილმა სამშენებლო-ტექნიკურმა დოკუმენტაციამ გაიარა ექსპერტიზა კომისიასთან არსებულ ქვეკომისიაში და მიღებულია დასკვნა (ქვეკომისიის სხდომის ოქმი N2 , 2004 წლის 31 მარტი), რომ ზემოაღნიშნული კომპანიის მიერ 1 გადამცემის გამოყენებით საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაცია შესაბამისობაშია ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან, არსებულ ნორმებთან და სტანდარტებთან. ამასთან, სამაუწყებლო კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილია სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ისა და სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთები.

  საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად საკონკურსო სხდომა კომისიის 2004 წლის 13 აპრილს N166 გადაწყვეტილების შესაბამისად გაიმართა  2004 წლის 16 ივლისს 12 საათზე.  

  ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 455-ე მუხლიდან გამომდინარე და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების’’ მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად: ,,თუ კონკურსში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში’’. კონკურსში მონაწილემ შპს  „ქართული კულტურის ტალღი„-ს უფლებამოსილმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ იგი თანახმაა საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გადაიხადოს 10 692 (ათი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი) ლარი.   

 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 455-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ 2004 წლის 16 აპრილს მიიღო N335 გადაწყვეტილება საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად შპს „ქართული კულტურის ტალღი„-ს გამოცხადების შესახებ.

   კომისია აღნიშნავს, რომ საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსში  გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის 2004 წლის 16 აპრილის  N335 გადაწყვეტილების თანახმად, შპს „ქართული კულტურის ტალღამ„ სალიცენზიო გადასახდელის 20% (2 138,4)  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის (1 069,2) გამოკლებით – 1 069,2  ლარი ჩარიცხა კომისიის ანგარიშზე და  სალიცენზიო გადასახდელის 10% ანუ  1 069,2 ლარი ჩარიცხა სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის, 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ.ე„ ქვეპუნქტის, 453-ე და 454-ე მუხლებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 16 აპრილის საკონკურსო სხდომის N335  გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს N1410  ლიცენზია შპს „ქართული კულტურის ტალღას„ საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე (თან ერთვის):

2. ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობა;                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                     

ლიცენზიის სახეობა: საეთერო საერთო რადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის საგანი: საეთერო საერთო რადიომაუწყებლობა 1 გადამცემის გამოყენებით მითითებულ სამაუწყებლო ზონასა და ტექნიკური პარამეტრების მიხედვით:

1

სამაუწყებლო

ზონა

ანტენის განთავსების

ადგილი

გეოგრაფიული

კოორდინატები

ანტენის სიმაღლე

მიწის

ზედ. მ

სიხშირე

მგჰც

სიმძლ.

კვტ

მაუწყებლობის

საშ. რად კმ.

1

თბილისის

ანძა

44E47; 41N41

100

98.0

1

25

3.  შპს „ქართული კულტურის ტალღა„ ვალდებულია:

ა) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან/და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი„, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ”, „საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ„, „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„, „რეკლამის შესახებ„, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ„ საქართველოს კანონებით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესები;

ბ) კომისიას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამის გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

გ) კვირაში ერთხელ გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს ყოველი მომდევნო კვირის სამაუწყებლო ბადე;

დ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები შეუსაბამოს საქართველოში მოქმედ სტანდარტებს და იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი (შესაბამისი ნორმატიული აქტის მიღების შემდეგ);

ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი; განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს;

ზ) კომისიას წარუდგინოს მისი უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია;

თ) კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს რეგულირების საფასური კომისიის ანგარიშზე;

ი) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა;

კ) რეორგანიზაციის ან სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები ცვლილებების რეგისტრაციიდან შვიდი (7) სამუშაო დღის ვადაში;

ლ) მაუწყებლობის განხორციელების პროცესში უზრუნველყოს მისთვის ლიცენზიით განსაზღვრული სამაუწყებლო ზონ(ებ)ის სრულად დაფარვა ლიცენზიით განზსაზღვრულ ვადაში, საკუთარი სამაუწყებლო ქსელის შექმნის ან სხვა პირის ტექნიკური საშუალებების სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე გამოყენების გზით.

მ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში წარდგენილ პროექტში, ტექნიკურ დოკუმენტაციაში არის ასახული;

4. ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები სრულად აისახება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ ლიცენზიაში.

5. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (7 484,4 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები

სახაზინო სამსახურის საოპერაციო

  დეპარტამენტი, კავშირგაბმულობის სალიცენზიო

გადასახდელი

საიდენტიფიკაციო   N

204953050

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის N

000141408

სახაზინო ქვეანგარიში

9051

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

831,6- ლარი - 2005 წლის 16 აგვისტომდე

831,6- ლარი - 2006 წლის 16 აგვისტომდე

831,6- ლარი - 2007 წლის 16 აგვისტომდე

831,6- ლარი - 2008 წლის 16 აგვისტომდე

831,6- ლარი - 2009 წლის 16 აგვისტომდე

831,6- ლარი - 2010 წლის 16 აგვისტომდე

831,6- ლარი - 2011 წლის 16 აგვისტომდე

831,6- ლარი - 2012 წლის 16 აგვისტომდე

831,6- ლარი - 2013 წლის 16 აგვისტომდე

5. შპს „ქართული კულტურის ტალღამ„ უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

6. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში (ე.ასანიძე);

7. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს                      გ. რატიშვილის.

      კომისიის თავმჯდომარე:                                                                        დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები