გადაწყვეტილება N 369 შპს „ჯორჯია ონლაინისთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 23, 2004
მიღების თარიღი ივლისი 23, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ჯორჯია ონლაინმა„ (რეგისტრირებული ქ. სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 6 აპრილის N ა/4100/4-10 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 16ფ, 22.07.04.) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N PCI072004, 18.07.04) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობის შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობა (მიწისზედა თანამგზავრული სადგური) გამოყენებული უნდა იყოს ინტერნეტ კავშირისთვის.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა შპს ჯორჯია ონლაინს„ შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N PCI072004, 18.07.04) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობა;
2.უზრუნველყოს შპს ჯორჯია ონლაინმა„ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის ექსპლოატაციაზე ნებართვის მისაღებად;
3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
