გადაწყვეტილება N 37 კავშირი „უშიშროების და სამართლებრივი უზრუნველყოფის ცენტრი ჯავშანისთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 23, 2004
მიღების თარიღი იანვარი 23, 2004
კავშირი უშიშროების და სამართლებრივი უზრუნველყოფის ცენტრი ჯავშანისთვის„ სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ კავშირმა უშიშროების და სამართლებრივი უზრუნველყოფის ცენტრმა ჯავშანმა„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 21 იანვრის N 06/9-672 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 3/01-04, 05.01.04.) ქ. თბილისის ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. კავშირი უშიშროების და სამართლებრივი უზრუნველყოფის ცენტრი ჯავშანის„ საქმიანობის საგანს, დებულების თანახმად, წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეების, უცხოელი მოქალაქეების, იურიდიული პირებისა და მათი საკუთრების, პირადი უშიშროების, ოფისების და საწარმოების დაცვა. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს კავშირ უშიშროების და სამართლებრივი უზრუნველყოფის ცენტრს ჯავშანს„ 165.275 მგჰც და 170.725 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს კავშირი უშიშროების და სამართლებრივი უზრუნველყოფის ცენტრი ჯავშანისთვის„ მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. უზრუნველყოს კავშირმა უშიშროების და სამართლებრივი უზრუნველყოფის ცენტრმა ჯავშანმა„ კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში კავშირი უშიშროების და სამართლებრივი უზრუნველყოფის ცენტრი ჯავშანისთვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
