გადაწყვეტილება N 370 შპს ,,ტრანსკომის’’ ¹1298 ლიცენზიის განახლების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 28, 2004
მიღების თარიღი ივლისი 28, 2004
შპს ,,ტრანსკომის N1298 ლიცენზიის განახლების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,სს ,,გლობალ ერთის N586 და N1383, შპს ,,ტრანსკომის N1298, სს ,,ეგრისის N345, შპს ,,კეთილი ნების კომუნიკაციების N843 და სს ,,ტელენეტის N1358 ლიცენზიების მოქმედების შეჩერების საკითხის განხილვის შესახებ კომისიის 2004 წლის 9 ივლისის N327/4 გადაწყვეტილებით შეჩერებულ იქნა შპს ,,ტრანსკომის N1298 ლიცენზიის მოქმედების ვადა 2 თვით.
ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საფუძველს წარმოადგენდა შემდეგი:
კომპანია არ ახორციელებდა საერთაშორიოს ზარების აღრიცხვას და ამავე დროს, შპს ტრანსკომს„, როგორც საერთაშორისო ოპერატორს არ ჰქონდა გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება ქსელის მფლობელ ოპერატორებთან რომლის გაფორმების ვალდებულებას კავშირგაბმულობის და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 411 მუხლი და კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ„ დებულება ითვალისწინებს. აღნიშნული დებულების მე-8 მუხლი ასევე ითვალისწინებს ურთიერთჩართული მხარეების ვალდებულებას ტრაფიკის აღრიცხვის თაობაზე.
შესაბამისად კომისიამ მიიჩნია, რომ შპს ტრანსკომის„ N1298 ლიცენზია ექვემდებარება შეჩერებას ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მეორე პუნქტის გ„ ქვეპუნქტიდან გამომდინარე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ტრანსკომის მიერ კომისიაში წარმოდგენილი განმარტების შესაბამისად (20.07.2004) კომპანია არ ფლობს ტექნიკურ საშუალებებს სრულფასოვანი ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების გასაფორმებლად შპს ,,ჯეოსელთან, შპს ,,მაგთიკომთან და სხვა ოპერატორებთან და შესაბამისად ტექნიკური მოწყობილობების შეძენამდე არ განხორციელდება საერთაშორისო ზარების დასრულებას საქართველოში.
გამომდინარე იქედან, რომ ლიცენზიის მოქმედების შეჩერების პერიოდში კომპანიას შეწყვეტილი ჰქონდა საქმიანობა, როგორც საერთაშორისო ოპერატორს, მის მიერ არ ხორციელდებოდა საერთაშორისო ზარის წამოწყება.
ამავე დროს, შპს ,,ტრანსკომსა და სს ,,საქართველოს ელექტროკავშირს შორის ურთიერთჩართვა განხორციელებულია ასს-91-ში სერიული ნომრით. კომისია აღნიშნავს, რომ ურთიერთჩართვის სრულყოფილი განხორციელების მიზნით აუცილებელია ურთიერთჩართვის წერტილთან ციფრული ტრაქტებით მიერთება.
მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შპს ,,ტრანსკომის ლიცენზიის განახლების საკითხის რიგგარეშე სხდომაზე განხილვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე კომისიამ
გადაწყვიტა:
1. განახლებულ იქნას შპს ,,ტრანსკომის N1298 ლიცენზიის მოქმედება.
2. უზრუნველყოს შპს ,,ტრანსკომმა 3 თვის ვადაში, ქსელის მფლობელ ოპერატორებთან ურთიერთჩართვის განხორციელების მიზნით, შესაბამისი ტექნიკური საშუალებების ციფრული ტრაქტებით მიერთება.
3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ნ.ნიჟარაძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტების შესაბამისად ლიცენზიის შეჩერების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს (ნ.ნიჟარაძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
