გადაწყვეტილება N 371 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის N 41 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 23, 2004
მიღების თარიღი ივლისი 23, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2004 წლის N 41 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) 2004 წლის 16 ივლისის N 41 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის თაობაზე კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს კომისიის მ/წლის N41 სხდომის დღის წესრიგის მე-5 (შპს საკომუნიკაციო კომპანია სუფსა ტექნოკომის„ N1288 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე) და მე-6 (შპს „საქართველოს სატელეფონო კომპანია„-სთვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ) საკითხები კომისიის N42 სხდომის დღის წესრიგის პროექტში;
2. წარმოდგენილ N 41 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს ექვსი საკითხი:
· მაუწყებლობის სიხშირეთა განაწილების გეგმის დამდგენი დამოუკიდებელი ორგანოს დანიშვნის მიზნით ტენდერის გამოცხადების;
· სს საქართველოს ელექტროკავშირსა„ და შპს ახალ ქსელებს„, სს საქართველოს ელექტროკავშირსა„ და შპს ახტელს„ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების დადგენის შესახებ;
· სს საქართველოს ელექტროკავშირი„-სთვის, შპს ვიქტორია„-სთვის, შპს საქართველოს ხმის„-თვის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ;
3. დამტკიცდეს კომისიის N 41 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის უფროსს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
