წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 373 შპს “ტელერადიოკომპანია გურჯაანის” ¹ 1084 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ

ნომერი: 373 / 6

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 30, 2004

მიღების თარიღი ივლისი 30, 2004

შპს ტელერადიოკომპანია გურჯაანის”  N 1084  ლიცენზიის მოქმედების ვადის  გაგრძელების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა (N 7, 13.05.03.) შპს „ტელეკომპანია გურჯაანმა”  კომპანიის N 1084 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს „ტელეკომპანია გურჯაანის” სახელზე გაცემული იყო ლიცენზია  N 1084 (03.08.99.), რომელიც ითვალისწინებდა ტელემაუწყებლობას მე-11 სატელევიზიო არხზე 100 ვტ. სიმძლავრის გადამცემის საშუალებით (ქ. გურჯაანი).

შპს „ტელეკომპანია გურჯაანმა” კომისიის N 325 (22.06.01.) გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში და მისი მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში. კომისიის N 276/9 (11.06.04.) გადაწყვეტილებით განისაზღვრა შპს „ტელეკომპანია გურჯაანის” N 1084 ლიცენზიის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა და გადახდის წესი.

კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ შპს „ტელეკომპანია გურჯაანის” მიერ გადახდილია კომისიის ანგარიშზე სალიცენზიო გადასახდელის (20025 ლარი) საწყისი ოდენობის 20% - 4005 ლარი და სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10% - 2003  ლარი.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, 391 და 453 მუხლების, „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის  საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების მე-6 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს „ტელეკომპანია გურჯაანის” N 1084 ლიცენზიას  2014 წლის 20 ივლისამდე;

2. შპს „ტელეკომპანია გურჯაანი” ვალდებულია:

- მაუწყებლობის პროცესში დაიცვას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან/და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი„, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ”, „საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ„, „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„, „რეკლამის შესახებ„, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ„ საქართველოს კანონებით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესები;

- კომისიას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამის გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

- კვირაში ერთხელ გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს ყოველი მომდევნო კვირის სამაუწყებლო ბადე;

- თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

- გამოყენებული ტექნიკური საშუალებები შეუსაბამოს საქართველოში მოქმედ სტანდარტებს და იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი (შესაბამისი ნორმატიული აქტის მიღების შემდეგ);

- დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი; განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს;

- უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

- კომისიას წარუდგინოს მის უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია;

- კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს რეგულირების საფასური კომისიის ანგარიშზე;

 - კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა;

       - რეორგანიზაციის ან სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემების შეცვლის     შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები ცვლილებების რეგისტრაციიდან შვიდი (7) სამუშაო დღის ვადაში;

- ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძლების სურვილის შემთხვევაში განცხადებით მიმართოს კომისიას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ ორი თვით ადრე;

3. ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები სრულად აისახება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ  ლიცენზიაში;

4. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (14 013 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები

სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი.კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი

საიდენტიფიკაციო N

204953050

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის N

000141107

სახაზინო ქვეანგარიში

9051

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

5. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (14 013 ლარი)  გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

1557 ლარი    - 2005 წლის 20 აგვისტომდე;

1557 ლარი    - 2006 წლის 20 აგვისტომდე;

1557 ლარი    - 2007 წლის 20 აგვისტომდე;

1557 ლარი    - 2008 წლის 20 აგვისტომდე;

1557 ლარი    - 2009 წლის 20 აგვისტომდე;

1557 ლარი    - 2010 წლის 20 აგვისტომდე;

1557 ლარი    - 2011  წლის 20 აგვისტომდე;

1557 ლარი    - 2012 წლის 20 აგვისტომდე;

1557 ლარი    - 2013 წლის 20 აგვისტომდე;

6. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში (ე. ასანიძე);

7. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე. ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება;

8. დაევალოს კომისიის აპარატის ტექნიკურ  სამსახურს (მ. გოთოშია) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სიხშირეთა კონტროლის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).

        

 კომისიის თავმჯდომარე                                                               დ. ქიტოშვილი

        

                        
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები