გადაწყვეტილება N 374 შპს,,მეგაკომის’’ ¹4 ლიცენზიის გაუქმების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 30, 2004
მიღების თარიღი ივლისი 30, 2004
შპს,,მეგაკომის N4 ლიცენზიის გაუქმების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს „მეგაკომის” სახელზე 1993 წლის 23 ივლისს გაცემული იყო ლიცენზია N4. რომელიც ითვალისწინებდა ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებას 824,040 მგჰც-დან 848,970 მგჰც-მდე და 869,040 მგჰც-დან 893,970 მგჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში.
კომიისიის 2000 წლის 20 დეკემბრის N31 გადაწყვეტილებით, "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად შპს მეგაკომმა გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში და მისი მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,მეგაკომის N4 ლიცენზიას მოქმედების ვადა გაუვიდა 2003 წლის 23 ივლისს, რაც ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ა„ ქვეპუნქტის საფუძველზე კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გაუქმდეს შპს ,,მეგაკომის N4 ლიცენზია;
2. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ნ.ნიჟარაძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ნ.ნიჟარაძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
