გადაწყვეტილება N 375 შპს „ვიქტორიასთვის“ სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 30, 2004
მიღების თარიღი ივლისი 30, 2004
შპს ვიქტორიასთვის„ სიხშირის მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ვიქტორიამ„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 14 ივნისის N 06/4-1010 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 1/16, 14.07.04) თანდართული პროექტის შესაბამისად ქ. თბილისში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ერთი სიხშირის მინიჭების თაობაზე. შპს ვიქტორია„, დებულების თანახმად, ახორციელებს ფიზიკური და იურიდიული პირების საადვოკატო, საკონსულტაციო და სხვა სახის იურიდიულ მომსახურეობას. სიხშირე გამოყენებული უნდა იყოს ცენტრალურ სადისპეჩეო პუნქტსა და დაცვის ობიექტებს შორის რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ვიქტორიას„ 168.150 მგჰც სიხშირე ქ. თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისათვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს ვიქტორიასთვის„ მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. უზრუნველყოს შპს ვიქტორიამ„ კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ვიქტორიასთვის„ სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
