გადაწყვეტილება N 376 სს „საქართველოს სახალხო ბანკისთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 30, 2004
მიღების თარიღი ივლისი 30, 2004
სს საქართველოს სახალხო ბანკისთვის„ სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ სს საქართველოს სახალხო ბანკმა„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 1995 წლის 27 მარტის N 4/5-1 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 01065/1557, 12.07.04) ქ. თბილისში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. კომისია აღნიშნავს, რომ სს აგრომრეწვბანკს„, რომლის სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს სს საქართველოს სახალხო ბანკი„ (ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება ცვლილებების შესახებ), კომისიის N 278/13, 26.07.02. გადაწყვეტილებით მიენიჭა სიხშირეები 136.000 მგჰც და 174.000 მგჰც. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 53-ე მუხლის 1 პუნქტის თანახმად აღნიშნული სიხშირეების მოქმედების ვადა გავიდა მიმდინარე წლის 14 ივლისს.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს სს საქართველოს სახალხო ბანკს„ 136.000 მგჰც და 174.000 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს სს საქართველოს სახალხო ბანკისთვის„ მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. უზრუნველყოს სს საქართველოს სახალხო ბანკმა„ კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სს საქართველოს სახალხო ბანკისთვის„ სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
