გადაწყვეტილება N 381 სს “საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს “ახალ ქსელებს”, სს “საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს “ახტელს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების დადგენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 28, 2005
მიღების თარიღი ივლისი 30, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2004 წლის 16 ივლისის სხდომაზე, რომელზეც იხილებოდა სს ,,საქართველოს ელექტროკავშირსა’’ და შპს ,,ახალ ქსელებს’’, სს ,,საქართველოს ელექტროკავშირსა’’ და შპს ,,ახტელს’’ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული საკითხი, მიიღო გადაწყვეტილება (N340/22), რომლის თანახმად სს “საქართველოს ელექტროკავშირს”, შპს “ახალ ქსელებს” და შპს „ახტელს“ გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებები უნდა წარმოედგინათ კომისიისთვის 2004 წლის 21 ივლისამდე.
კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში კომისიაში გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებები წარმოდგენილი არ იქნა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ შექმნილია მდგომარეობა, როდესაც კომისია უნდა ჩაერიოს ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების პროცესში და „კავშირგაბმულობის და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის 411 მუხლისა და „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ“ დებულების შესაბამისად, თავად უნდა დაადგინოს ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობები.
2004 წლის 30 ივლისის სხდომაზე კომისიამ რიგგარეშე საკითხად განიხილა განიხილა საკითხი სს “საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს “ახალ ქსელებს”, სს “საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს “ახტელს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების დადგენის შესახებ. აღნიშნული საკითხის განხილვა კომისიამ მიიჩნია გადაუდებელ აუცილებლობად შემდეგი გარემოების გამო:
სს ,,საქართველოს ელექტროკავშირსა’’ და შპს ,,ახალ ქსელებს’’, სს ,,საქართველოს ელექტროკავშირსა’’ და შპს ,,ახტელს’’ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების გაფორმების შესახებ კომისიის მიერ მიღებულია ორი გადაწყვეტილება – პირველი 2004 წლის 23 მარტს (N133/16), ხოლო მეორე 2004 წლის 16 ივლისს (N340/22). ორივე გადაწყვეტილება მიღებული იქნა მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით, როგორც ამას „კავშირგაბმულობის და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის 411 მუხლის მე-7 პუნქტი და “კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების მე-5 მუხლის მე-9 პუნქტი ითვალისწინებს. კერძოდ, კომისიის ორივე მითითებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო კომისიის სხდომებზე მხარეთა წარმომადგენელთა განცხადებები მათ შორის უკვე მიღწეული შეთანხმებების და გარკვეულ ვადაში გაფორმებული ხელშეკრულებების წარმოდგენის ვალდებულების აღების შესახებ.
მიუხედავად ამისა, მხარეთა მიერ არ სრულდება მათ მიერ ნაკისრი და კომისიის გადაწყვეტილებებში ასახული ვალდებულება გაფორმებული ხელშეკრულებების განსაზღვრულ ვადაში წარმოდგენის თაობაზე.
2004 წლის 30 ივლისს კომისიის სხდომას ესწრებოდნენ: შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ წარმომადგენლები - ნ.ჟღენტი, მ.კაპანაძე, სს „საქართველოს ელექტროკავშირის“ წარმომადგენლები - ნ.ტატუაშვილი და უ.სეთური.
კომისიის თავმჯდომარემ მხარეებს გააცნო ხელშეკრულების პირობები, რომელიც შეესაბამება კომისიის აპარატის სამსახურებთან ერთად მხარეთა წარმომადგენლების მიერ სამუშაო შეხვედრებზე შეთანხმებულ პირობებს.
,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 411-ე მუხლის, “კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დადგინდეს სს “საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს “ახალ ქსელებს”, სს “საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს “ახტელს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების თანდართული პირობები;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
