გადაწყვეტილება N 383 შპს „ვიქტორიასთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 30, 2004
მიღების თარიღი ივლისი 30, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს ვიქტორიამ„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 14 ივნისის N 06/4-1010 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 7/290-04, 29.07.04) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 12, 28.07.04) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები წარმოადგენენ დაცვის სისტემის ცენტრალურ სადგურს, რეპიტერს და დამხმარე მოწყობილობებს.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა შპს ვიქტორიას„ შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 12, 28.07.04) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2.უზრუნველყოს შპს ვიქტორიამ„ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
