წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 384 შპს “საქართველოს ხმისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 384 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 30, 2004

მიღების თარიღი ივლისი 30, 2004

შპს „საქართველოს ხმისთვის”  მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს ხმამ„ (რეგისტრირებული  ქ.თბილისის საბურთალოს  რაიონის სასამართლოს 1996 წლის 27 აგვისტოს N 5ა/4-573  დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 0/018; 29.07.04) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 673, 01.07.04) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობის შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობა (რადიოსამაუწყებლო გადამცემი სადგური და ანტენა) გამოყენებული უნდა იყოს რადიოპროგრამების ტრანსლირებისთვის ქ. თბილისში.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.   მიეცეს ნებართვა შპს „საქართველოს ხმას„ შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით  (N 673, 01.07.04) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს შპს „საქართველოს ხმამ„ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლოატაციაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

         კომისიის თავმჯდომარე                                                      დ. ქიტოშვილი                       

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები