წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 386 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის N 42 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 386 / 17

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 06, 2004

მიღების თარიღი აგვისტო 06, 2004

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

2004 წლის N 42 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

 

                 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) 2004 წლის 16 ივლისის    N 42 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის თაობაზე კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გადატანილ იქნეს კომისიის N 42 სხდომის დღის წესრიგის მესამე (შპს „საკომუნიკაციო კომპანია სუფსა ტექნოკომის„ N1288 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე) და მეოთხე (შპს „საქართველოს სატელეფონო კომპანია„-სთვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ) საკითხები მ/წლის 13  აგვისტოს კომისიის N 43 სხდომის  დღის წესრიგის პროექტში, ხოლო მეშვიდე (შპს „ევროპა ტვ„-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ) საკითხი 20 აგვისტოს კომისიის N 44 სხდომის დღის წესრიგის პროექტში;

2. წარმოდგენილ N 42 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს  ოთხი საკითხი:

·      საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიწის მართვის დეპარტამენტისთვის, შპს „ფაიტონისთვის„, შპს „ვეზირისთვის„ და შპს „ORIENT LOJIC„-ისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვების გაცემის შესახებ;

3.  დამტკიცდეს კომისიის N 42 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით;

4. გადაწყვეტილება    შეიძლება    გასაჩივრდეს    თბილისის   საოლქო   სასამართლოში         (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე    დაევალოს კომისიის    ადმინისტრაციის ტექნიკურ მდივანს (ნ. ჯანელიძე).

                                

კომისიის თავმჯდომარე                                     დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები