შპს “მეტაკომის” N1327, შპს “კავკასიის ციფრული ქსელები – CDN“-ის N827, N829, N1067, N1278, შპს „საქტელკომ პლუსის“ N878, N1307, შპს „იბერიატელის“ N984, N985 და N991 ლიცენზიების მოქმედების შეჩერების შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 08, 2005
მიღების თარიღი აგვისტო 06, 2004 14:47
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიების პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება“. ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია „დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და ლიცენზიაში მითითებული მოთხოვნები“.
ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო ვალდებულებებისა და პირობების შესრულებაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელების მიზნით, კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის თანახმად ჩატარდა შემოწმება, რომლის შესაბამისად დადგინდა, რომ:
1. შპს “მეტაკომს”, რომელიც ფლობს N1327 ლიცენზიას (ადგილობრივი სატელეფონო სისტემითა და ქსელით მომსახურება ქ. რუსთავში) 2004 წლის იანვრიდან არ გადაუხდია რეგულირების ყოველწლიური საფასური, რის გამოც რეგულირების საფასურის საერთო დავალიანება შეადგენს – 1 583.92 ლარს;
2. შპს “კავკასიის ციფრული ქსელები – CDN“-ს, რომელიც ფლობს N827 (თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება, მონაცემთა გადაცემის ქსელის მშენებლობა, ექსპლუატაცია და მომსახურება საქართველოს ტერიტორიაზე), N829 (თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება, საერთაშორისო და საქალაქთაშორისო სატელეფონო და ფაქსიმელური კავშირის ოპერატორი; კოდი 8-66), N1067 (ადგილობრივი და საქალაქთაშორისო კავშირებით მომსახურება, ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ქსელით მომსახურება), N1278 (ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურება) ლიცენზიებს 2004 წლის იანვრიდან არ გადაუხდია რეგულირების ყოველწლიური საფასური, რის გამოც რეგულირების საფასურის საერთო დავალიანება შეადგენს – 512.44 ლარს;
3. შპს „საქტელკომ პლუსს“, რომელიც ფლობს N878 (სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება, მიწისზედა თანამგზავრული სატელეფონო სადგურის მომსახურება შემდეგ სამუშაო სიხშირეებზე: 080,175 მგჰც- გადაცემაზე; 3860,725 მგჰც – მიღებაზე), N1307 (მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურება) ლიცენზიებს 2004 წლის იანვრიდან არ გადაუხდია რეგულირების ყოველწლიური საფასური, რის გამოც რეგულირების საფასურის საერთო დავალიანება შეადგენს – 37 109.06 ლარს;
4. შპს „იბერიატელს“, რომელიც ფლობს N984 (ადგილობრივი და საქალაქთაშორისო კავშირებით მომსახურება, ადგილობრივი სატელეფონო სადგურით მომსახურება), N985 (თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება), N991 (სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება, რადიო-სატელეფონო ქსელის მომსახურება საქართველოს ტერიტორიაზე 453-457,5მგჰც და463-467,5 სიხშირული დიაპაზონის გამოყენებით) ლიცენზიებს 2004 წლის იანვრიდან არ გადაუხდია რეგულირების ყოველწლიური საფასური, რის გამოც რეგულირების საფასურის საერთო დავალიანება შეადგენს – 929.89 ლარს;
კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული კომპანიების მიერ დაირღვა „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, აგრეთვე “რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის და გადახდის წესის შესახებ” დებულების პირველი მუხლის მე-5 პუნქტი. ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობა და კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დადგენილი წესების დარღვევა “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) და გ) პუნქტების შესაბამისად იწვევს ლიცენზიის მოქმედების შეჩერებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს “მეტაკომის” N1327, შპს “კავკასიის ციფრული ქსელები – CDN“-ის N827, N829, N1067, N1278, შპს „საქტელკომ პლუსის“ N878, N1307, შპს „იბერიატელის“ N984, N985 და N991 ლიცენზიების მოქმედების შეჩერების შესახებ.
2004 წლის 30 ივლისს საკითხის ზეპირ მოსმენაზე განხილვისას ზემოაღნიშნული ლიცნზიების მფლობელების უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ მიერ აღმოფხვრილია დარღვევები – წარმოდგენილია რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და თანხები გადახდილია.
კომისიის მთავარი ბუღალტერის ი. აბულაძის განმარტებით შპს “მეტაკომს” შპს “კავკასიის ციფრული ქსელები – CDN“-ს, შპს „საქტელკომ პლუსს“, შპს „იბერიატელს“ მიმდინარე წლის 30 ივლისისათვის აღარ ერიცხებათ რეგულირების ყოველწლიური საფასურის დავალიანება.
კომისია აღნიშნავს, რომ საქმეზე თანდართული შემოწმების მასალებისა და კომისიის მთავარი ბუღალტრის განმარტებით ირკვევა, რომ შპს “მეტაკომს” შპს “კავკასიის ციფრული ქსელები – CDN“-ს, შპს „საქტელკომ პლუსს“, შპს „იბერიატელს“ მიმდინარე წლის 30 ივლისისათვის არ ერიცხებათ რეგულირების ყოველწლიური საფასურის დავალიანება, რომლის გადახდის ვალდებულება გათვალისწინებულია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და “რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის და გადახდის წესის შესახებ” დებულების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით. შესაბამისად, მათ მიერ აღმოფხვრილია “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) და გ) პუნქტებისა და 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტი, რის გამოც აღარ არსებობს შპს “მეტაკომის” N1327, შპს “კავკასიის ციფრული ქსელები – CDN“-ის N827, N829, N1067, N1278, შპს „საქტელკომ პლუსის“ N878, N1307, შპს „იბერიატელის“ N984, N985 და N991 ლიცენზიების მოქმედების შეჩერების საფუძვლები. “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ხდება მხოლოდ ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევის გამო და მათ აღმოფხვრამდე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შეწყდეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს “მეტაკომის” N1327, შპს “კავკასიის ციფრული ქსელები – CDN“-ის N827, N829, N1067, N1278, შპს „საქტელკომ პლუსის“ N878, N1307, შპს „იბერიატელის“ N984, N985 და N991 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ ლიცენზიის მოქმედების შეჩერების “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არარსებობის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) აცნობოს გადაწყვეტილების მიღების თაობაზე: შპს “მეტაკომს”, შპს “კავკასიის ციფრული ქსელები – CDN“-ს, შპს „საქტელკომ პლუსს“, შპს „იბერიატელს“;
3. დაევალოს კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობების კოორდინატორს (გ. რატიშვილი) გადაწყვეტილების ინტერნეტში, კომისიის გვერდზე გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
