წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 389 შპს „ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ“-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 389 / 13

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 06, 2004

მიღების თარიღი აგვისტო 06, 2004

შპს „ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ„-სთვის  სიხშირეების მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ„-მ (რეგისტრირებული  ქ. ბათუმის სასამართლოს 1999 წლის 13 აპრილის  N 01/04-1086 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 314; 28.06.04) ქ. ბათუმის ტერიტორიაზე  სიხშირეების მინიჭების თაობაზე. შპს „ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ„ ახორციელებს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვას, რეალიზაციას ტრანსპორტირებას. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს „ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ„-ს 153.350 მგჰც, 153.450 მგჰც, 153.650 მგჰც, 157.450 მგჰც, 157.550 მგჰც და 157.650 მგჰც სიხშირეები ქ. ბათუმში ოპერატიული  რადიოკავშირისათვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.აღირიცხოს შპს „ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ„-სთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3. უზრუნველყოს შპს „ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ„-მ კომისიაში  სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული    მოწყობილობების    გამოყენებაზე    ნებართვის    მისაღებად;

4.კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ„-სთვის სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე). 

         კომისიის თავმჯდომარე                                                       დ. ქიტოშვილი           

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები