წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 39 გერმენიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოსთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 39 / 6

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 23, 2004

მიღების თარიღი იანვარი 23, 2004

გერმენიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოსთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ გერმენიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩომ კომისიას მიმართა განცხადებით (N 19.01.04) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 1486) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები წარმოადგენს „Kenwood”-ის ტიპის სატარებელ მიმღებ-გადამცემ რადიოსადგურებს.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა გერმენიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს შემოიტანოს საქართველოს  ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით  (N 1486) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს გერმენიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩომ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის ექსპლოატაციაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება  შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,   რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

კომისიის  თავმჯდომარე                                                               ვ. აბაშიძე

                                

 
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები