წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 391 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიწის მართვის დეპარტამენტისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 391 / 7

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 06, 2004

მიღების თარიღი აგვისტო 06, 2004

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიწის მართვის დეპარტამენტისთვის  მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიწის მართვის დეპარტამენტმა  კომისიას მიმართა განცხადებით (N 2-521, 05.08.04) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 008-2004) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების  შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები (GPS 500 – ადგილმდებარეობის (კოორდინატების) დამდგენი მოწყობილობა) გამოყენებული უნდა იყოს გეოდეზიური სამუშაოებისთვის.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიწის მართვის დეპარტამენტს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 008-2004) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიწის მართვის დეპარტამენტმა აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე  ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში  (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები