გადაწყვეტილება N 393 შპს “ვეზირისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 06, 2004
მიღების თარიღი აგვისტო 06, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „ვეზირმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 4 დეკემბრის N 5/4-1026 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებებითით (24.06.04) წარმოდგენილი დოკუმენტაციების (N FRT-RT-VZR006; 17.06.04 და N 2611; 26.07.04) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების („Icom”-ის ტიპის მობილური, სატარებელი რადიოსადგურები და უკაბელო ეთერნეტის მოწყობილობა) შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. შპს „ვეზირი” მეწარმეთა შესახებ„ საქართველოს კანონისა და საზოგადოების წესდების მე-2 მუხლის 2.2 პუნქტის თანახმად ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, საქართველოში შემოაქვს მაღალსიხშირული მოწყობილობები მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა შპს „ვეზირს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციებით (N FRT-RT-VZR006; 17.06.04 და N 2611; 26.07.04) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2.უზრუნველყოს შპს „ვეზირმა” კომისიაში ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების რეალიზაციის შესახებ ორგანიზაციის, აპარატურის ტიპისა და საქარხნო ნომრების მითითებით;
3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
