წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 394 შპს „ORIENT LOGIC”- სთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 394 / 7

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 06, 2004

მიღების თარიღი აგვისტო 06, 2004

შპს „ORIENT LOGIC”- სთვის  მაღალსიხშირული მოწყობილობების  საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „ORIENT LOGIC”-მა (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 20 ნოემბრის N 2/4-191 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 182, 03.08.04.) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N ASQ04015090, 18.06.04.) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების (უკაბელო ეთერნეტის მოწყობილობა) შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.  მიეცეს ნებართვა შპს „ORIENT LOGIC”-ს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N ASQ04015090, 18.06.04.) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს შპს „ORIENT LOGIC„-მა აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის უწყებრივ სანებართვო რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში  (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

         კომისიის თავმჯდომარე                                                                        დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები