გადაწყვეტილება N 395 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის N 43 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 13, 2004
მიღების თარიღი აგვისტო 13, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2004 წლის N 43 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) 2004 წლის 13 აგვისტოს N 43 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის თაობაზე კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. წარმოდგენილ N 43 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს ათი საკითხი:
· სატელეკომუნიკაციო მომსახურების საფასურზე ანგარიშის ტიპიური ფორმის დამტკიცების თაობაზე;
· შპს „ედელვაისის” დირექტორის დ. ჩირგაძისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ;
· შპს „მეგაკომის” N4 ლიცენზიის გაუქმების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 30 ივლისის N374/4 გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების შესახებ;
· საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ;
· შპს „ქართული კულტურის ტალღისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ;
· შპს მზესთვის„, შპს ბი-ეს-ვი„ ტრანსისთვის, შპს „სერვისისთვის”, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაცვის პოლიციისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვების გაცემის შესახებ;
3. დამტკიცდეს კომისიის N 43 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციის ტექნიკურ მდივანს (ნ. ჯანელიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
