გადაწყვეტილება N 396 შპს “ქართული სატელეფონო კომპანიისთვის” ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 13, 2004
მიღების თარიღი აგვისტო 13, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს ქართულმა სატელეფონო კომპანიამ„ კომისიას მიმართა განცხადებით (N1/15 16.07.2004), მისთვის ნუმერაციის რესურსის გამოყოფის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ქართული სატელეფონო კომპანია„ ფლობს N547 ლიცენზიას მოძრავი და ფიქსირებული სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე, რომელიც ითვალისწინებს უმავთულო სატელეფონო რადიოკავშირით მომსახურებას (1880-1900 მგჰც, 1900-1910 მგჰც და 1974.375-1979.375 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში 20 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით საქართველოს ტერიტორიაზე (ქვემო ქართლის რაიონების: წალკის, დმანისის, ბოლნისის, თეთრი წყაროს, მარნეულის, გარდაბანის გარდა).
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ მე-2 მუხლის ტ.ბ) და 25-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, თუ ლიცენზიის მაძიებელი ან კავშირგაბმულობის ოპერატორი გამოთქვამს სურვილს ლიცენზიასთან ერთად ან მისი ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში გამოეყოს ნუმერაციის რესურსი მობილურ სატელეფონო ქსელში შესაღწევად, აღნიშნული ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვა გათვალისწნებული უნდა იყოს ლიცენზიის გაცემის ან მოდიფიცირების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილებაში.
კომისია აგრეთვე, აღნიშნავს, რომ მოძრავი და ფიქსირებული რადიოსატელეფონო კავშირით მომსახურება გულისხმობს მოძრავი და ფიქსირებული სატელეფონო კავშირით მომსახურებას რადიოსიხშირეების გამოყენებით, რომლის დროსაც აბონენტის სატელეფონო ნომერი ერთი ქალაქის (საბაზო სადგურის) ზონაში იწყება ქალაქის კოდით და კომისის მიერ მინიჭებული ფიქსირებული სატელეფონო (სასადგურო) ინდექსით; ხოლო აბონენტის სხვა ქალაქში გადაადგილებისას მასთან დაკავშირება ხორციელდება შესაბამისი რაიონის (ქალაქის) კოდისა და კომისიის მიერ მინიჭებული ფიქსირებული სატელეფონო (სასადგურო) ინდექსის აკრეფით, შესაბამისად, აღნიშნული საქმიანობა არ გულისხმობს მომსახურების განხორციელებას მობილურ სატელეფონო ქსელში შეღწევადობის კოდის გამოყენებით. სწორედ აღნიშნული წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მახასიათებელს, რომლითაც კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის დ.ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული მოძრავი და ფიქსირებული რადიოსატელეფონო კავშირით საქმიანობა„ განსხვავდება ამავე პუნქტის დ.დ) ქვეპუნქტით გათვალისიწნებული ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებისაგან„.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 25-ე მუხლის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. უარი ეთქვას შპს ქართულ სატელეფონო კომპანიას„ ნუმერაციის რესურსის გამოყენების ნებართვის გაცემაზე;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
