გადაწყვეტილება N 397 შპს „სუფსა ტექნოკომის“ N 1288 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის ესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 13, 2004
მიღების თარიღი აგვისტო 13, 2004
შპს სუფსა ტექნოკომის„ N 1288 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის ესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიების პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება„. ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და ლიცენზიაში მითითებული მოთხოვნები„.
ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო ვალდებულებებისა და პირობების შესრულებაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელების მიზნით, კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 36-ე მუხლის თანახმად ჩატარდა შემოწმება, რომლის შესაბამისად დადგინდა, რომ შპს სუფსა ტექნოკომი„, რომელიც ფლობს N1288 ლიცენზიას (ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურება ლანჩხუთის რ-ნის სოფ. გრიგოლეთში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე„, გაცემულის 2001 წლის 9 ნოემბერს, გადაწყვეტილება N493), 2004 წლის მაისიდან არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და არც რეგულირების საფასური გადაუხდია (დავალიანება შეადგენს 2 536.75 ლარს).
კომისია აღნიშნავს, რომ შპს სუფსა ტექნოკომს„ დარღვეული აქვს კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი„, 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, „რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის და გადახდის წესის შესახებ” დებულების პირველი და მე-5 მუხლები, რაც კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის ა) და გ) პუნქტების თანახმად, ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს სუფსა ტექნოკომის„ N 1288 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ.
2004 წლის 23 ივლისს საკითხის ზეპირ მოსმენაზე განხილვისას ზემოაღნიშნული ლიცენზიის მფლობელის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მის მიერ აღმოფხვრილია დარღვევები - წარმოდგენილია რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და თანხები გადახდილია.
კომისიის მთავარი ბუღალტერის ი. აბულაძის განმარტებით შპს სუფსა ტეკნოკომს„ მიმდინარე წლის 6 აგვისტოსათვის აღარ ერიცხება რეგულირების ყოველწლიური საფასურის დავალიანება.
კომისია აღნიშნავს, რომ საქმეზე თანდართული შემოწმების მასალებისა და კომისიის მთავარი ბუღალტრის განმარტებით ირკვევა, რომ შპს სუფსა ტეკნოკომს„ მიმდინარე წლის 6 აგვისტოსათვის არ ერიცხება რეგულირების ყოველწლიური საფასურის დავალიანება, რომლის გადახდის ვალდებულება გათვალისწინებულია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და „რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის და გადახდის წესის შესახებ” დებულების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით. შესაბამისად, მის მიერ აღმოფხვრილია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის ა) და გ) პუნქტებისა და 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტი, რის გამოც აღარ არსებობს შპს სუფსა ტექნოკომის„ N1288 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საფუძვლები. კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ხდება მხოლოდ ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევევის გამო და მათ აღმოფხვრამდე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შეწყდეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს სუფსა ტექნოკომის„ N1288 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ, ლიცენზიის მოქმედების შეჩერების კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არ არსებობის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) აცნობოს გადაწყვეტილების მიღების თაობაზე შპს სუფსა ტექნოკომს„;
3. დაევალოს კომისიის საზოგადოებრივი ურთიერთობების კოორდინატორს (გ. რატიშვილი) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება.
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს (კ. ყურაშვილი);
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
