წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 399 შპს "რადიო იმედისთვის" მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლოატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 399 / 7

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 13, 2004

მიღების თარიღი აგვისტო 13, 2004

შპს "რადიო იმედისთვის" მაღალსიხშირული მოწყობილობების

ექსპლოატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „რადიო იმედმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 1 აპრილის N 5ა/4-3229 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 135; 28.07.04.) მაღალსიხშირული მოწყობილობის (რადიოსამაუწყებლო გადამცემები)  ექსპლოატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ. შპს „რადიო იმედი„  N648 ლიცენზიის  (მოქმედების ვადა 31.12.11.) პირობების შესაბამისად აწარმოებს რადიომაუწყებლობას ქ. თბილისში 105.9 მგჰც სიხშირეზე, ხოლი N 1378 ლიცენზიით (მოქმედების ვადა 28.10.13) - საეთერო საერთო  რადიომაუწყებლობას საქართველოს ქალაქებში.

         „კავშირგაბმულობისა  და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ე„ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ  

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა შპს „რადიო იმედს” მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე დანართი-1-ში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით N 1378 ლიცენზიის მოქმედების ვადით;

2.მიეცეს ნებართვა შპს „რადიო იმედს” მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე დანართი-2-ში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით N 648 ლიცენზიის მოქმედების ვადით;

3.უზრუნველყოს შპს „რადიო იმედმა” მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;

4.შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;     

6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ.ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები