გადაწყვეტილება N 400 შპს “ბიზნესის დაცვის სააგენტოსათვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 13, 2004
მიღების თარიღი აგვისტო 13, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „ბიზნესის დაცვის სააგენტომ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 12 თებერვლის N 5/4-33807 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 10/07, 26.07.04) მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ. შპს „ბიზნესის დაცვის სააგენტოს”, ქ. თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისთვის, კომისიის გადაწყვეტილებით (N 360/13, 23.07.04.) მიენიჭა სიხშირეები.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის დ„ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს „ბიზნესის დაცვის სააგენტოს” მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით 2005 წლის 23 ივლისამდე;
2. უზრუნველყოს შპს „ბიზნესის დაცვის სააგენტომ” მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებისთვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;
3. კომისიის N 360/13, 23.07.04.გადაწყვეტილებაში გათვალისწინებული სიხშირეების მინიჭების ვადის ამოწურვის შემდეგ კომისია განიხილავს წინამდებარე ნებართვის გაუქმების საკითხს;
4. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ.ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2004 წლის 13 აგვისტოს N გადაწყვეტილების
დანართი
მაღალსიხშირული მოწყობილობის ტექნიკური მახასიათებლები:
1. დაცვის სისტემის რადიოპულტი
· დასახელება Motorola GM 350”,
· საქარხნო NN - 821TCY0941 და 821TDN0400,
· მინიჭებული სიხშირე 168.175 მგჰც,
· გამოსავალი სიმძლავრე 5 ვატი,
· პოლარიზაცია ვერტიკალური, გამოსხივების წრიული დიაგრამით,
· სიმაღლე მიწის ზედაპირიდან 14 მ,
· განთავსების ადგილმდებარეობა ქ. თბილისი, მახათას მთა.
