გადაწყვეტილება N 402 შპს „ედელვაისის“ დირექტორის დ. ჩირგაძისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 13, 2004
მიღების თარიღი აგვისტო 13, 2004
შპს ედელვაისის„ დირექტორის დ. ჩირგაძისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში კომისია„) განიხილა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შპს ედელვაისის„ დირექტორის ბ-ნ დ. ჩირგაძის მიერ საქართველოს ადამინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის (ლიცენზიის გარეშე საქმიანობა„) ჩადენის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ედელვაისზე„ (რეგისტრირებული ქ. წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 1996 წლის 17 ივლისის N59/4-51 დადგენილებით), ყოფილი კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ 1999 წლის 23 მარტს გაცემული იყო საეთერო ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზია N841 (სატელევიზიო მაუწყებლობა მე-3 სატელევიზიო არხზე 10 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით), რომელსაც მოქმედების ვადა გაუვიდა 2003 წლის 12 თებერვალს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 30 აპრილის N199 გადაწყვეტილებით, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის ვადის გასვლის გამო შპს ედელვაისს„ N841 ლიცენზია გაუუქმდა.
2004 წლის 8-13 ივლისს კომისიის მიერ ჩატარებული მონიტორინგით გაირკვა, რომ შპს ედელვაისი„ მართლსაწინააღმდეგოდ დღესაც განაგრძობს ლიცენზიის გარეშე საქმიანობას.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ მე-6 თავის შესაბამისად, კომისიაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება შპს ედელვაისის„ ხელმძღვანელის დ. ჩირგაძის მიმართ.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის თანახმად, ლიცენზიის გარეშე საქმიანობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რაც იწვევს ლიცენზიის გარეშე საქმიანობის განმახორციელებელი პირის ადმინისტრაციულ დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.
ლიცენზიის გარეშე საქმიანობის გამო, 2004 წლის 13 აგვისტოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 37-ე მუხლის დაცვით, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შპს ედელვაისის„ დირექტორის ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე (თან ერთვის), ამავე დღეს 16.00 საათზე კომისიაში შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა.
შპს ედელვაისის„ დირექტორმა ბ-მა დ. ჩირგაძემ დაადასტურა, რომ შპს ედელვაის„ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა არ შეუწყვეტია და ფაქტიურად ეწეოდა ულიცენზიო საქმიანობას მიმდინარე წლის 3 აგვისტომდე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 41-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შპს ედელვაისის„ დირექტორს ბ-ნ დ. ჩირგაძეს საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 1441-ე მუხლის შესაბამისად დაედოს ადმინისტრაციული სახდელი (ჯარიმა) 5000 ლარის ოდენობით;
2. შპს ედელვაისის„ დირექტორმა ბ-ნმა დ. ჩირგაძემ უზრუნველყოს ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ჩაირიცხვა საქართველოს ეროვნული ბანკის N107121004 სატრანზიტო ანგარიშზე (კოდი N3179) და ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიაში წარმოდგენა 30 დღის განმავლობაში;
3. შპს ედელვაისის„ დირექტორი ბ-ნი დ. ჩირგაძე უფლებამოსილია გაასაჩივროს კომისიის გადაწყვეტილება დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების„ შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებზე კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (გ. გოგელია).
კომისიის თავმჯდომარე: დ. ქიტოშვილი
