წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 404 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 404 / 13

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 13, 2004

მიღების თარიღი აგვისტო 13, 2004

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონისთვის

სიხშირეების მინიჭების  შესახებ

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურმა პოლიციამ კომისიას მიმართა განცხადებით (N 26-1/743, 09.08.04.) სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები განსაზღვრულია და გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირის ქსელის ფუნქციონირებისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ქ. თბილისში  .

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა: 

1.            მიენიჭოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციას 441.275 მგჰც,  441.225 მგჰც, 442.225 მგჰც, 442.325 მგჰც, 442.550 მგჰც, 446.025 მგჰც და 446.075 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;

2.            აღირიცხოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციისთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.            უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურმა პოლიციამ კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

4.            კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციისთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

6.            კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის   სამსახურს   (თ. ძაგნიძე). 

          კომისიის თავმჯდომარე                                                      დ. ქიტოშვილი

        

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები