გადაწყვეტილება N 405 შპს “ქართული კულტურის ტალღისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 13, 2004
მიღების თარიღი აგვისტო 13, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ქართული კულტურის ტალღამ„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 თებერვლის N 5/4-3812 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით რადიოსარელეო კავშირისთვის სიხშირის მინიჭების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის 23 ივლისის კომისიის N 364 გადაწყვეტილებით შპს „ქართული კულტურის ტალღაზე” გაცემული იქნა N 1410 ლიცენზია (საეთერო საერთო რადიომაუწყებლობა 98.0 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. თბილისში).
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ლიცენზიით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობის დაწყების მიზნით, შპს „ქართული კულტურის ტალღას” განსაზღვრული აქვს კომპანიის სტუდიიდან გადამცემ სადგურზე რადიოპროგრამების მისაწოდებლად რადიოსარელეო ხაზის გამოყენება. სიხშირე გათვალისწინებულია რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „ქართული კულტურის ტალღას” 10995 მგჰც სიხშირე (დაკავებული სიხშირული ზოლი 40 კჰც) ქ. თბილისში რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს „ქართული კულტურის ტალღისთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. უზრუნველყოს შპს „ქართული კულტურის ტალღამ” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ქართული კულტურის ტალღისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
