წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 407 შპს “ბი-ეს-ვი” ტრანსისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 407 / 7

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 13, 2004

მიღების თარიღი აგვისტო 13, 2004

შპს „ბი-ეს-ვი ტრანსისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „ბი-ეს-ვი” ტრანსმა (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 ოქტომბრის N 5/4-2989 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 17, 12.08.04.) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 4025794, 09.08.04.) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით. მაღალსიხშირული მოწყობილობები წარმოადგენენ  „მოტოროლას„ ტიპის მობილურ მიმღებ-გადამცემ რადიოსადგურებს და გამოყენებული უნდა იყოს რადიოკავშირის ქსელში ფუნქციონირებისთვის.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს ნებართვა შპს „ბი-ეს-ვი” ტრანსს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 4025794, 09.08.04.) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს შპს „ბი-ეს-ვი” ტრანსმა აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში  (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

         კომისიის თავმჯდომარე                                                       დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები