გადაწყვეტილება N 408 შპს „სერვისისთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 13, 2004
მიღების თარიღი აგვისტო 13, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს სერვისმა„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს მიერ, 15.02.1999 წელს, რეგისტრაციის N 5ა/4-7027) კომისიას მიმართა განცხადებით (N 1/25, 10.08.04.) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 040804-11, 06.08.04.) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობის შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობა წარმოადგენს მონაცემთა უმავთულო გადაცემის სისტემას, ფუნქციონირებს 5 გგჰც სიხშირულ დიაპაზონში და გამოყენებული უნდა იყოს ინტერნეტ კავშირის მოწყობისთვის.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა შპს სერივისს„ შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 040804-11, 06.08.04.) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობა;
2.უზრუნველყოს შპს სერვისმა„ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
