გადაწყვეტილება N 41 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის N 5 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 30, 2004
მიღების თარიღი იანვარი 30, 2004
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2004 წლის N 5 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) 2004 წლის 30 იანვრის N 5 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის მე-2 საკითხზე (შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა და შპს ,,მეტაკომს შორის ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის განხილვის შესახებ) შპს მეტაკომის„ წარმომადგენელთა გამოუცხადებლობისა და დავის განხილვის გადადების თაობაზე შპს მეტაკომის„ წერილობითი შუამდგომლობის (N 771/34 30.01.2004წ.) საფუძველზე, ხოლო მე-4 საკითხზე (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 4 ივლისის N324/17 გადაწყვეტილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი მასალების განხილვის შესახებ) სამუშაო ჯგუფის მიერ წარდგენილი მასალების გაანალიზების, შეჯერებისა და მონაცემთა საბოლოო დაზუსტების თაობაზე შპს გლობალ ერთის„ წერილობითი შუამდგომლობის (N 6/54 28.01.2004წ.) საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. N 5 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-4 საკითხი (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 4 ივლისის N324/17 გადაწყვეტილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი მასალების განხილვის შესახებ) განხილულ იქნეს 2004 წლის 3 თებერვლის სამუშაო თათბირზე;
2. გადაიდოს N 5 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-2 საკითხის (შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა და შპს ,,მეტაკომს შორის ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის განხილვის შესახებ) განხილვა და გადატანილ იქნეს 2004 წლის 6 თებერვლის კომისიის N 7 სხდომის დღის წესრიგის პროექტში;
3. ეცნობოს შპს საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას„ და შპს მეტაკომს„ დავის განხილვის თარიღი და დრო (ე. ასანიძე);
4. უზრუნველყოს კომისიის აპარატის საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტმა (დ. ჭანკოტაძე) ინტერნეტში კომისიის გვერდზე 2004 წლის N 7 სხდომის დღის წესრიგის პროექტის თავისდროული გამოქვეყნება;
5. წარმოდგენილ N 5 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს ერთი საკითხი:
· შპს ნიკა 95„-სთვის და შპს მობილფონისთვის„ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვების გაცემის შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე - სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი);
6. დამტკიცდეს კომისიის N 5 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის უფროსს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი დ. პატარაია
