წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 410 საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 410 / 7

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 13, 2004

მიღების თარიღი აგვისტო 13, 2004

საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციისთვის მაღალსიხშირული  მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციამ (შექმნილია 2004 წლის 9 ივლისის საქართველოს პრეზიდენტის N 261 ბრძანებულებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 50/68-2082, 12.08.04.) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N PDC0000205, 12.08.04.) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები (საბაზო მიმღებ-გადამცემი სადგურები) გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის ქსელში ფუნქციონირებისთვის.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციას შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N PDC0000205, 12.08.04.) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციამ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

            კომისიის თავმჯდომარე                                                                            დ. ქიტოშვილი

                                                                    

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები