წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 411 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის N 44 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 411 / 17

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 20, 2004

მიღების თარიღი აგვისტო 20, 2004

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

2004 წლის N 44 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

                 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) 2004 წლის 20 აგვისტოს    N 44 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის თაობაზე კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. წარმოდგენილი N 44 სხდომის დღის წესრიგის პროექტიდან მ/წლის 27 აგვისტოს  ზეპირი მოსმენის  N26 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებითი განხილვისთვის,  ხოლო მ/წლის 27 აგვისტოს  N45 სხდომის დღის წესრიგის პროექტში გადაწყვეტილების მისაღებად გადატანილ იქნეს ოთხი საკითხი:

·  შპს „რიკო ექსპრესი„-სთვის საფოსტო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის  შესახებ (მომხს.      მ. გოთოშია);

·    შპს „მადი„-სთვის საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე);

·    შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები„-სთვის N1249 (მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება თანამგზავრული სისტემის გამოყენებით) ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ (მომხს. მ. გოთოშია);

·    შპს  „ტელეარხი-25„-ის N753, შპს „ეკომი„-ს N732, შპს „თანამგზავრი„-ს N1194, შპს „ომეგა„-ს N946,  სპს „კვეტენაძე და კომპანია„-ს N597, შპს „ტელეკომპანია კავკასია„-ს N980, შპს „ტვ-33„-ის (ტელეკომპანია „202”) N326, შპს „რ-რადიო„-ს N562 ლიცენზიების მოქმედების შეჩერებისა და ეკოლოგიური ასოციაცია „ადამიანი და ბიოსფერო„-ს N833 ლიცენზიის გაუქმების შესახებ (მომხს.       ნ. ნჟარაძე);

2. წარმოდგენილ N 44 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს  ხუთი საკითხი:

·       მილსადენი კომპანიისთვის „AGT Pipeline”, საქართველოს მილსადენი კომპანიისთვის, ბპ საქართველო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენი კომპანიისთვის, სატელეკომუნიკაციო კომპანია „ჯორჯია ონლაინისთვის” და სს „ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვების გაცემის შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე);

3.  დამტკიცდეს კომისიის N 44 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით;

4. გადაწყვეტილება    შეიძლება    გასაჩივრდეს    თბილისის   საოლქო   სასამართლოში     

   (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

5. კონტროლი  აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე    დაევალოს კომისიის    ადმინისტრაციის ტექნიკურ მდივანს (ნ. ჯანელიძე).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                               გ. ფრუიძე

                                

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები