წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 413 შპს „ლუქსისთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 413 / 13

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 20, 2004

მიღების თარიღი აგვისტო 20, 2004

შპს  „ლუქსისთვის„  სიხშირეების მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „ლუქსმა„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 13 მაისის N 2/4-3885 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით თანდართული პროექტის შესაბამისად ქ. თბილისში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი  სიხშირის მინიჭების თაობაზე. შპს „ლუქსი„ ახორციელებს ტაქსებით მოსახლეობის  მომსახურებას.  სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.             მიენიჭოს შპს „ლუქსს„ 157.650 მგჰც და 163.750 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში ოპერატიული  რადიოკავშირისათვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.            აღირიცხოს შპს „ლუქსისთვის„  მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.             უზრუნველყოს შპს „ლუქსმა„ კომისიაში  სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული    მოწყობილობების    გამოყენებაზე    ნებართვის    მისაღებად;

4.            კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ლუქსისთვის„  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.             კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე). 

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                   გ.ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები