წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 414 რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 414 / 14

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 20, 2004

მიღების თარიღი აგვისტო 20, 2004

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სატელევიზიო სამაუწყებლო  სადგურებსთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია”) განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილები (N UMS-50/3779, 21.07.04. და N UMS-50/3643, 07.07.04.) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით რუსეთის ფედერაციის სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის  KHUCINI-1 DAG – 24 TBK (ADD) და RUTUL DAG – 8  TBK (ADD) მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ.

         წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის სატელევიზიო გადამცემი სადგურები არ ქმნიან ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი და დაგეგმილი სატელევიზიო სადგურებისთვის.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის სატელევიზიო სამაუწყებლო  სადგურებისთვის KHUCINI-1 DAG – 24 TBK (ADD) და RUTUL DAG – 8  TBK (ADD) მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე (N UMS-50/3779, 21.07.04. და N UMS-50/3643, 07.07.04. წერილების დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);

2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კოორდინაციაზე წარმოდგენილი სადგურების შესახებ შესაბამის მონაცემთა ბაზაში (ზ. გონჯილაშვილი);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის  გამზ.  7ა) 6 თვის ვადაში;  

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).           

          კომისიის თავმჯდომარის

          მოვალეობის შემსრულებელი                                                              გ.ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები