წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 416 შპს "ტელეიმედისთვის" მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლოატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 416 / 7

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 20, 2004

მიღების თარიღი აგვისტო 20, 2004

შპს "ტელეიმედისთვის" მაღალსიხშირული მოწყობილობების

ექსპლოატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „ტელეიმედმა” კომისიას მიმართა განცხადებით (N 0642; 29.07.04.)ქ. ახალციხეში მაღალსიხშირული მოწყობილობის (რადიოსამაუწყებლო გადამცემი სადგური) ექსპლოატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ. შპს „ტელეიმედი„  N487 ლიცენზიის  (მოქმედების ვადა 21.04.08.) პირობების შესაბამისად აწარმოებს რადიომაუწყებლობას ქ. ახალციხეში 24-ე სატელევიზიო არხზე 0.5 კვტ სიმძლავრის გამოყენებით.

         „კავშირგაბმულობისა  და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ე„ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ  

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა შპს „ტელეიმედს” მაღალსიხშირული მოწყობილობის ექსპლოატაციაზე დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით N 487 ლიცენზიის მოქმედების ვადით;

2.უზრუნველყოს შპს „ტელეიმედმა” მაღალსიხშირული მოწყობილობის ექსპლოატაციაზე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;

3.შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;     

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ.ძაგნიძე).

      კომისიის თავმჯდომარის

      მოვალეობის  შემსრულებელი                                                             გ.ფრუიძე

                                                        

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები