წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 417 საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენების ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 417 / 7

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 13, 2004

მიღების თარიღი აგვისტო 13, 2004

საზღვაო ხომალდებსთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენების ნებართვის გაცემის შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ კომისიას მიმართა განცხადებებით  საზღვაო ხომალდებისთვის წარმოდგენილი „რადიოსადგურის ანკეტის” გათვალისწინებით რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ”  საქართველოს  კანონის  42-ე  მუხლის  პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  

 გადაწყვიტა:   

1.      მიეცეს ნებართვა საზღვაო ხომალდებს („SVYATOY GEORGIY” და „SVYATAYA YELIZAVETA”)  გამოიყენოს ცხრილში აღნიშნული სახმობი და ამოცნობის  ნიშნები:  

N

ნებარ-  თვის N

ხომალდის მფლობელი

ხომალდის

დასახელება

სახმობი

MMSI  N

Selective call

1

0560

Norado Navigation S.A.

„SVYATOY GEORGIY”

4LYW

213 479 000

69494

2

0559

Gomera Shipping Limited

„SVYATAYA YELIZAVETA”

4LYV

213 478 000

69493

                                                                                                                 

2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია საზღვაო ხომალდზე გაცემული სახმობისა და ამოცნობის ნიშნების შესახებ კომისიის უწყებრივ სანებართვო რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის   გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს  ( თ.ძაგნიძე).

    კომისიის თავმჯდომარის

    მოვალეობის      შემსრულებელი                                                                გ.ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები