წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 418 მილსადენის კომპანიისათვის “ AGT Pipeline” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 418 / 7

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 20, 2004

მიღების თარიღი აგვისტო 20, 2004

მილსადენის კომპანიისათვის „ AGT Pipeline”  მაღალსიხშირული  მოწყობილობების  საქართველოში    შემოტანაზე

ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, მილსადენის კომპანიამ „ AGT Pipeline”  კომისიას მიმართა განცხადებით (08.08.04.) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N GE-35122, 19.07.04) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები წარმოადგენს რადიო მოდემებს და ტექნიკურ აქსესუარებს.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა  მილსადენის კომპანიას„ AGT Pipeline”  შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N GE-35122, 19.07.04)    გათვალისწინებული მაღალსიხშირული  მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს საქართველოს მილსადენის კომპანიამ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში; 

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარის                                                             

           მოვალეობის შემსრულებელი                                                      გ.ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები