გადაწყვეტილება N 42 შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა’’ და სს “საქართველოს ელექტროკავშირსა” შორის დავის განხილვის გადადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 30, 2004
მიღების თარიღი იანვარი 30, 2004
შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა და სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” შორის დავის განხილვის გადადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში კომისია) განიხილა შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა და სს „საქართველოს ელექტროკავშირს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე არსებული დავა.
კომისია აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის არსებული დავის განხილვისა და გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი იყო ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების დაზუსტება, რის საფუძველზეც 2004 წლის 17 იანვარს მიღებული იქნა გადაწყვეტილება შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა და სს ,,საქართველოს ელექტროკავშირს შორის დავის გადადების შესახებ 2004 წლის 30 იანვრისათვის. აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით კომისიის აპარატის ტექნიკურ სამსახურს დაევალა კომისიისათვის მხარეთა ურთიერთჩართვის ტექნიკური საკითხების თაობაზე დასკვნის წარმოდგენა, რომელიც განხილულ იქნა 2004 წლის 30 იანვრის სხდომაზე.
კომისია მიიჩნევს, რომ ტექნიკურ დასკვნაში აღნიშნული საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მხარეების მიერ და აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს დავის განხილვის გადადებას.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „თ” ქვეპუნქტის საფუძველზე კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გადაიდოს შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა და სს „საქართველოს ელექტროკავშირს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული დავის განხილვა 2004 წლის 13 თებერვალს 1600 სთ-ზე;
2. უზრუნველყოს შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ და სს ,საქართველოს ელექტროკავშირმა ურთიერთჩართვის ტექნიკური საკითხებთან დაკავშირებით კომისიის ტექნიკური სამსახურის დასკვნის გათვალისწინებით ურთიერთშეთანხმებული წინადადებების წარმოდგენა ერთი კვირის ვადაში;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი დ.პატარაია
