წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 421 სატელეკომუნიკაციო კომპანია „ჯორჯია ონლაინისთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 421 / 7

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 20, 2004

მიღების თარიღი აგვისტო 20, 2004

სატელეკომუნიკაციო კომპანია „ჯორჯია ონლაინისთვის„ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ სატელეკომუნიკაციო კომპანიამ „ჯორჯია ონლაინმა„  კომისიას მიმართა განცხადებით (N 18.08.04) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N1041, 08.10.04) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობის შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობა წარმოადგენს „OTHER”-ის ტიპის თანამგზავრულ სადგურს.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა კომპანია „ჯორჯია ონლაინს„   შემოიტანოს საქართველოს  ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N1041, 08.10.04)  გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობა;

2.უზრუნველყოს კომპანია „ჯორჯია ონლაინმა„    აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება  შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,   რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

          კომისიის  თავმჯდომარის

          მოვალეობის შემსრულებელი                                                                      გ. ფრუიძე

                    

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები